პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ შექმნილ კანონპროექტს დემოკრატიის დაცვა დაარქვეს – მოხარული ვარ, რომ ჩვენ მიერ შექმნილი კანონპროექტი ევროპარლამენტში დემოკრატიას დაიცავს

ჩვენ შექმნილ კანონპროექტს დემოკრატიის დაცვა დაარქვეს და მოხარული ვარ, ჩვენ მიერ შექმნილი კანონპროექტი ევროპარლამენტში დემოკრატიას დაიცავს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროკომისიის მიერ „დემოკრატიის დაცვის პაკეტის“ მიღებას.

„ახლა ჩვენი კანონპროექტის ინიცირებით ევროპარლამენტში უწევთ იმის მტკიცება, რომ თურმე ისინი არ იღებენ რუსულ კანონს და ჩვენი კანონი ემსახურება დემოკრატიის დაცვას, რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ ვიცით რომ ისინი სიმართლეს ყოველთვის გაურბიან და ძალიან კარგად იციან, რომ ეს კანონპროექტი არის ქართული, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ევროკომისიამ „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“ წარადგინა, რომელიც შეიცავს ისეთ მოთხოვნას, როგორიცაა გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაცია იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ინტერესებს წარმოადგენენ მესამე ქვეყნის სახელით.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,652 ნახვა