პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – გიორგი გახარიას სამარკო ნიშანი ღალატია, კაცმა თავი გადადო, რომ ვიღაცის დავალებები შეასრულოს, ვაშაძის დონეზე მივიდა

გახარიამ ერთი მაგალითი მაინც დაასახელოს, ერთი მტკიცებულება მაინც დადოს. პრემიერ-მინისტრი იყო და მაშინ ყველაფერი იდეალურად იყო, გადადგა და უცებ შემდეგ კორუფცია ატყდა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გახარიას განცხადებები არის ტყუილი.

„მანამდე ყველაფერი კარგად იყო, არაფორმალური მმართველობა არ იყო, ხალხი ბედნიერი იყო, ბიძინა ივანიშვილი გაწეული იყო და გახარიას ვერაფერს უბედავდა, უცებ, თანამდებობიდან გადადგა თუ არა, არაფორმალური მმართველობა იყო, დაიწყო ფულების დატაცება მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან და ქვეყანაში ატყდა ერთი ამბავი. ამ სიგიჟის დაჯერება უნდა ხალხისთვის. ეს პიარული თავხედობაა, თაღლითობაა, ყველაფერს იტყუება. მისი სამარკო ნიშანი ღალატია. კაცმა თავი გადადო იმისთვის, რომ ვიღაცის დავალებები შეასრულოს. უკვე ვაშაძის დონეზე მივიდა, რომელსაც შუბლის ძარღვი არ აქვს, ნებისმიერ რამეს იტყვის. გახარიაც ამ ფორმაში ჩადგა“, – განაცხადა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,674 ნახვა