პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა – რაზეც შეთანხმებულები არიან ქ-ნი პრეზიდენტი და „ნაცმოძრაობა“, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, არჩევნების შემდეგ შესწავლის და გამოძიების პრიორიტეტული საკითხი უნდა გახდეს

ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „გასარკვევია, რატომ აკურთხეს 2008 წლის ომის შემდეგ სააკაშვილი „ცივილიზებული სამყაროს ლიდერად“ უცხოელმა მფარველებმა ზუსტად ისევე, როგორც ეს 2022 წელს ზელენსკის მიმართ გაიმეორეს.

ხომ არ შეასრულა მაშინ სააკაშვილმა იმ ადამიანების დაკვეთა, რომელთაგანაც მან ეს „მაღალი ტიტული დაიმსახურა“.

ექსპერტის თქმით, აუცილებლად უნდა დაერქვას ყველაფერს თავის სახელი.

„ხომ არ გეცნობათ “ცივილიზებული სამყაროს ლიდერის” სტატუსი 2008 წელს სააკაშვილისთვის და 2022 წელს ზელენსკისთვის? დიახ, ეს იყო დავალება გარედან და მისი უპირობო შესრულების “ჯილდო.” აუცილებლად უნდა დაერქვას ყველაფერს თავის სახელი, ეს დროც მოვიდა. რაზეც შეთანხმებულები არიან ქალბატონი პრეზიდენტი და ნაცმოძრაობა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო, არჩევნების შემდეგ, შესწავლის და გამოძიების პრიორიტეტული საკითხი უნდა გახდეს“, – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,786,827 ნახვა