პოლიტიკა

პაპუაშვილი: თინა ხიდაშელი ფი­ნანსდე­ბა ტა­ი­ვა­ნის მხრი­დან, დაკ­ვე­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­ტი­ჩი­ნუ­რი გან­წყო­ბე­ბი გა­აღ­ვი­ვოს

ყვე­ლა, ვინც ახა­ლა, აღ­ვი­ვებს ან­ტი­ჩი­ნურ გან­წყო­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მარ­თუ­ლია იმის­თვის, რომ ჩა­შა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო აქ­ცი­ოს ჩი­ხად და არა, დე­რეფ­ნად, – ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც ისა­უბ­რა სა­პარ­ლა­მენ­ტო დე­ლე­გა­ცი­ის ჩი­ნეთ­ში ვი­ზი­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე.

რო­გორც პა­პუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მას უკ­ვირს ოპო­ზი­ცია აქაც რამ­დე­ნად არის აც­დე­ნი­ლი ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს.

მი­სი­ვე თქმით, არა­თუ დღეს, არა­მედ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის პე­რი­ოდ­შიც და მა­ნამ­დეც ყო­ველ­თვის იყო სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლოს გე­ო­პო­ლი­ტი­კურ მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის ხიდი ევ­რო­პა­სა და აზი­ას შო­რის.

“აბ­რე­შუ­მის გზა იწყე­ბო­და ჩი­ნეთ­ში და მთავ­რდე­ბო­და ევ­რო­პა­ში. ამა­ზე გვაქვს სა­უ­ბა­რი და დღეს, ატე­ხი­ლი აქვთ აბ­სო­ლუ­ტუ­რი ის­ტე­რია,მათ შო­რის ან­ტი­ჩი­ნუ­რი გან­წყო­ბე­ბის მცდე­ლო­ბაა. ამა­ზეც ვი­სა­უბ­რე, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია ქალ­ბა­ტო­ნი თინა ხი­და­შე­ლი, NGO-ს „სა­მო­ქა­ლა­ქო იდე­ის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი. ცალ­კე სა­კი­თხია პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩა­ბუ­დე­ბუ­ლი არი­ან NGO სექ­ტორ­ში და სი­ნამ­დვი­ლე­ში პო­ლი­ტი­კურ პრო­პა­გან­დას ეწე­ვი­ან. ამა­ვე დროს, ფაქ­ტია,რომ ქალ­ბა­ტო­ნი თინა ფი­ნანსდე­ბა ტა­ი­ვა­ნის მხრი­დან, არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფონ­დე­ბი და გა­სა­გე­ბი არის რომ სწო­რედ ამ დაკ­ვე­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ის ცდი­ლობს სა­ქარ­თვე­ლო­ში ან­ტი­ჩი­ნუ­რი გან­წყო­ბე­ბი გა­აღ­ვი­ვოს. მო­გი­წო­დებთ თქვენც ჰკი­თხოთ, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს ჩი­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას აღი­ა­რებს თუ არა და რა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვს ტა­ი­ვა­ნის მი­მართ,რომ­ლის­გა­ნაც ის ფულს იღებს. ეს სა­ინ­ტე­რე­სოა, იმი­ტომ, რომ საქ­მე გვაქვს თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრთან, რო­მელ­საც მათ შო­რის სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ჰქონ­და წვდო­მა და ახლა რომ ლო­ბიზ­მით არის და­კა­ვე­ბუ­ლი არა­ღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და­ფი­ნან­სე­ბით ეს კი­დევ ცალ­კე პრობ­ლე­მაა,მე მგო­ნი, ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის“, – გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მისი თქმით, სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა ჩი­ნეთ­თან აქვს ევ­რო­კავ­შირ­საც, ცალ-ცალ­კეც, მთლი­ა­ნა­დაც და ბევრ ქვე­ყა­ნა­საც.

მის­ვე მო­საზ­რე­ბით, ამ სა­კი­თხის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად წარ­მო­ჩე­ნა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მა­ნი­პუ­ლა­ცია და ან­ტი­ქარ­თუ­ლი პრო­პა­გან­და, ვი­ნა­ი­დან ეს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სებს.

“სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სი არის, რომ შუა დე­რე­ფა­ნი, აბ­რე­შუ­მის გზა, რა­ზეც დღეს ბევ­რი ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვაა გად­მორ­თუ­ლი, მას შემ­დეგ რაც ე.წ. ჩრდი­ლო­ე­თის დე­რე­ფა­ნი, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ზე გა­დის, ჩა­ი­კე­ტა და რო­გორც ჩანს, დიდი ხანი კი­დევ ჩა­კე­ტი­ლი იქ­ნე­ბა, ჩვენ სწო­რედ ახლა გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ ეს დე­რე­ფა­ნი გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ის ტვირ­თე­ბი, რო­მე­ლიც იმოძ­რა­ვებს ჩი­ნეთ­სა და ევ­რო­პას შო­რის გა­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ზე. ის ხალ­ხი, ვინც ამას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, რა ინ­ტე­რე­სე­ბი და და­ფი­ნან­სე­ბა დგას ამ ხალ­ხის უკან. ფაქ­ტია, რომ ყვე­ლა, ვინც ახალ აღ­ვი­ვებს ან­ტი­ჩი­ნურ გან­წყო­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­მარ­თუ­ლია იმის­თვის, რომ ჩა­შა­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის პრო­ექ­ტე­ბი, სა­ქარ­თვე­ლო აქ­ცი­ოს ჩი­ხად და არა დე­რეფ­ნად“, – გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,787,002 ნახვა