პოსტები სოციალური ქსელიდან

ნინო ფოჩხუა რესპუბლიკურ საავადმყოფოზე: ახალი საავადმყოფოც აშენდება და იქ მომუშავე ექიმებიც და პერსონალიც სათანადოდ დაკმაყოფილდება, ეს საბოტაჟი კი კეთილი საქმეების მტრობაა

როცა ასეთ უპრეცედენტო შეთავაზებას გიკეთებს სახელმწიფო, იცავს ყველანაირ ადამიანის და შრომის უფლებებს თუ არა საბოტაჟი, რა უნდა დაარქვა ექიმთა ნაწილის პროტესტს, თან არ დაგანგრევინებთ, რას ნიშნავს, სახელმწიფოს კუთვნილებაზე ასეთი მიდგომა? – ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმთა ნაწილის პროტესტს სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სიცრუეა, თითქოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ნაცვლად კორპუსები შენდება და ექიმების ნაწილიც სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებს, ვინაიდან ცნობილია, რომ ახალი, მრავალფუნქციური საავადმყოფოს აშენება იგეგმება.

„როცა ასეთ უპრეცედენტო შეთავაზებას გიკეთებს სახელმწიფო, იცავს ყველანაირ ადამიანის და შრომის უფლებებს თუ არა საბოტაჟი, რა უნდა დაარქვა ექიმთა ნაწილის პროტესტს, თან არ დაგანგრევინებთ, რას ნიშნავს, სახელმწიფოს კუთვნილებაზე ასეთი მიდგომა?

აშკარად იგრძნობა, რომ ექიმთა ეს ნაწილი მართულია. სიცრუეა, როცა ამბობენ, რესპუბლიკურის ადგილას კორპუსების მშენებლობას ვაპროტესტებთო, მინისტრმა გარკვევით განაცხადა, რომ ძველის ადგილას, ახალი მრავალფუნქციური თანამედროვე ტიპის საავადმყოფოს მშენებლობა იგეგმება. ესეც ორდღიანი პროტესტი იქნება, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, რადგან სიცრუეზეა აგებული. ახალი საავადმყოფოც აშენდება და იქ მომუშავე ექიმებიც და პერსონალიც სათანადოდ დაკმაყოფილდება, უბრალოდ ეს საბოტაჟი დროის გაცდენა და კეთილი საქმეების მტრობაა, ქვეყნის სწრაფი განვითარების გზაზე“, – წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,686 ნახვა