Uncategorized

კახა კალაძე: არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა თანამდებობაზე იქნება – სადაც არ უნდა ვიყოთ, უნდა ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს და ხალხს

სამთავრობო ცვლილებები ჩვეულებრივი პროცესია, მთავარი და ხელშეუხებელი კი ქვეყნის ინტერესებია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა და სამთავრობო ცვლილებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა.

„ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა გუნდში და მომავალშიც მოხდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა თანამდებობაზე იქნება, სადაც არ უნდა ვიყოთ, ეს პოლიტიკა იქნება თუ ბიზნესი, თუ ვიქნებით რიგითი მოქალაქეები, ყოველთვის უნდა ვემსახურებოდეთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს და არა რომელიმე ქვეყნის ინტერესს ვატარებდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კონსტიტუციური უმრავლესობით ხელისუფლებაში მოსვლის ყველაზე მეტი რესურსი ისევ „ქართულ ოცნებას“ აქვს, ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს კი „ქართული ოცნების“ გუნდის სრული მხარდაჭერა გააჩნიათ.

„რა თქმა უნდა, როგორც ირაკლი კობახიძეს, ასევე ირაკლი ღარიბაშვილს აქვთ სრული მხარდაჭერა და გუნდი ერთიანია. ეს თქვენთვის, „კოლექტიური ნაცებისთვის“, სამწუხარო ინფორმაციაა, რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. 2024 წელი არის საპარლამენტო არჩევნების წელი და ჩვენ ერთიანი ძალისხმევით და ქართველი ხალხის მხარდაჭერით აუცილებლად გავიმარჯვებთ. დარწმუნებული ვარ, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც შეუძლია კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,766,748 ნახვა