პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე-სააკაშვილის მოწოდება სხვა არაფერია თუ არა დესტაბილიზაციის ახალი კერის შექმნა, ვნახოთ, გადაიქცევა თუ არა სალომე ზურაბიშვილი მარიონეტად სააკაშვილის ხელში და გამოაყენებინებს თუ არა მას თავს

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, არ აპირებს მოქმედი პრეზიდენტისთვის ჭკუის დარიგებას, თუმცა მის ადგილას რომ იყოს, სახალხო პლატფორმას ქუჩაში გადაიტანდა და თუ პრეზიდენტი აიღებს ამ ინიციატივას, მას მხარს დაუჭერს.

როგორც ანალიტიკოსი წერს, ვნახოთ, გადაიქცევა თუ არა სალომე ზურაბიშვილი მარიონეტად სააკაშვილის ხელში და გამოაყენებინებს თუ არა მას თავს.

„ორიოდე დღის წინ ვწერდი სააკაშვილ-ზურაბიშვილის ტანდემის შექმნის მცდელობაზე, რაც შედის ენმ-ს და მისი სატელიტი ოპოზიციის ინტერესებში – ზურაბიშვილის მეშვეობით შექმნან დესტაბილიზაცია, რომ მღვრიე წყალში ადვილად დაიჭირონ თევზი. სააკაშვილის მოწოდება სხვა არაფერია თუ არა დესტაბილიზაციის ახალი კერის შექმნა ვნახოთ, გადაიქცევა თუ არა სალომე ზურაბიშვილი მარიონეტად სააკაშვილის ხელში და გამოაყენებინებს თუ არა მას თავს. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებია, როგორც ჩანს საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის, გამორიცხული არაფერია. თუმცა, მცირე იმედია რჩება, რომ კეთილგონიერება შერჩა და საკუთარ ცხვირს იქითაც იყურება P.S. მიშას ჰგონია ჯვარს თუ ჩამოიკიდებს გამოსაჩენ ადგილას, ვინმეს მის ქრისტიანობაში და ღვთისმოშიშობაში დაარწმუნებს?“-წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,563 ნახვა