პოლიტიკა

არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დამტკიცება მიულოცეს

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცება მიულოცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.

მათივე ცნობით, ამ ფაქტთან დაკავშირებით კობახიძეს ასევე მიულოცეს: შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა – ვიცე-პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და დუბაის მმართველმა და შეიხმა მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა – ვიცე-პრეზიდენტმა, ვიცე პრემიერმა და საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,473 ნახვა