პოსტები სოციალური ქსელიდან

სააკაშვილის მიწვევა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე სასამართლო ხელისუფლების შეურაცხყოფაა – დავით ჩიხელიძე

ევროპის სახალხო პარტია სრულად არის დაცლილი მორალისგან და მერკანტილური მიზნები ამოძრავებს, მათ გადაწყვეტილება სხვა ახსნა არ მოეძებნება – ასე ეხმაურება დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიწვევას ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე.

დავით ჩიხელიძის შეფასებით, ეს შეურაცხყოფს სასამართლო ხელისუფლებას და აზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს.

„ევროპის სახალხო პარტიის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის კონგრესზე მიწვევის შესახებ, შეურაცხყოფს სასამართლო ხელისუფლებას და აზიანებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს. მიუხედავად ევროპის სახალხო პარტიის ისტორიისა, დღეს აღნიშნული პარტია პოლიტიკურ ინსტრუმენტს წარმოადგენს, რომელიც სრულად არის დაცლილი მორალისგან და მერკანტილური მიზნები ამოძრავებს, მათ გადაწყვეტილება სხვა ახსნა არ მოეძებნება. სააკაშვილი რა თქმა უნდა ბუქარესტის სამიტს ვერ დაესწრება, რადგან მან სასჯელი სრულად უნდა მოიხადოს, აღნიშნული კარგად იციან ევროპის სახალხო პარტიის წევრებმა, რომლებიც კონსტრუქციული ურთიერთობის ნაცვლად კონფრონტაციას ირჩევენ და ცინიზმით სავსე წერილს გზავნიან.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა როდესაც მათი ქმედება კითხვის ნიშნებს იწვევს, საზოგადოებას კარგად ახსოვს წარსულში ევროპის სახალხო პარტიის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელიც პირდაპირ იმეორებდა ნაციონალური მოძრაობის მესიჯს და სიცრუის ტირაჟირებას ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ემსახურებოდა. მათ მიერ გამოგზავნილი წერილი აღნიშნულ მიზანს ემსახურება, ევროპულ სახალხო პარტიას და სააკაშვილის ლობისტებს სურთ, მსგავსი მიწვევით და ა.შ. ხალხს სააკაშვილის „მნიშვნელობა“ შეახსენონ. მნიშვნელობა რომელიც მითია, რადგან დღევანდელ მსოფლიოში სააკაშვილი არავის ახსოვს, გარდა დაქირავებული ლობისტებისა“, – წერს დავით ჩიხელიძე.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა წერილი, რომლითაც ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი, მანფრედ ვებერი მიხეილ სააკაშვილს იწვევს ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე, რომელიც ბუქარესტში 6-7 მარტს გაიმართება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,543 ნახვა