სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის შუა აღმოსავლეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა – თეიმურაზ კუპატაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) შუა აღმოსავლეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელ სპეციალურ აგენტთან – მაიკლ რჟეპჩინსკისთან.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს. თეიმურაზ კუპატაძემ აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, დეპარტამენტის საქმიანობისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა ნარკოტიკებით ვაჭრობა, კიბერდანაშაული და სხვა მძიმე ტრანსნაციონალური დანაშაულები.

შეხვედრის დასასრულს, თეიმურაზ კუპატაძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხარეს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისათვის.

აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მრავალი წელია თანამშრომლობს როგორც ოპერატიული აქტივობების განხორციელების, ისე ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,433 ნახვა