სპორტი

ეთერ ლიპარტელიანმა ბაქოს „გრანდ სლემზე“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

აზერბაიჯანში, ბაქოს „გრანდ სლემის“ ტურნირზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოუტანა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან სერბი მარიცა პერიშიჩი დაამარცხა. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლამდე ეთერ ლიპარტელიანმა უზბეკ შუკურჯონ ამინოვას, აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადას, თურქმენ მაისა პარდაიევას სძლია, თუმცა, ნახევარფინალში კანადელ კრისტა დეგუჩისთან დამარცხდა.

2024 წლის ბაქოს „გრანდ სლემზე“ 62 ქვეყნის 404 სპორტსმენი მონაწილეობს. 2023 წელს ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა სამი მედლის მოპოვება შეძლო. ოქრო ილია სულამანიძემ (100 კგ) მიიღო, გურამ თუშიშვილმა (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი ტურნირი ვერცხლის მედლებით დაასრულეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,443 ნახვა