ეკონომიკა

სოსო არჩვაძე „ლისი ლეიქ დეველოპმენტისთვის“ რეიტინგის შემცირებაზე: რეპუტაციული დარტყმა დაიყვანება ფინანსურ დანაკარგამდე, რადგან დაბალი რეიტინგის ფასიანი ქაღალდები მხოლოდ უფრო დაბალი ფასით შეიძლება გაიყიდოს

რეპუტაციული ასპექტი, ერთ ცნობილ, ხატოვან გამოთქმას რომ დავესესხოთ, „კეისრის ცოლის ეჭვზე მაღლა დგომას“ მოითხოვს. როდესაც ამგვარი მოთხოვნა არ და ვერ სრულდება, შესაბამისი კომპანიისა და ფინანსისტებისადმი ნდობა გაზაფხულის თოვლივით სწრაფ დნობას იწყებს, – წერს ეკონომიკის ექსპერტი, სოსო არჩვაძე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სქოუფის“ მიერ მამუკა ხაზარაძის კომპანიისთვის, „ლისი ლეიქ დეველოპმენტისთვის“ რეიტინგის ორი პოზიციით შემცირების თაობაზე.

არჩვაძის თქმით, რეპუტაციული დარტყმა დაიყვანება ფინანსურ დანაკარგამდე, რადგან დაბალი რეიტინგის ფასიანი ქაღალდები მხოლოდ უფრო დაბალი ფასით შეიძლება გაიყიდოს.

„გლობალიზაცია მხოლოდ ეკონომიკური საზღვრების გამჭვირვალობა, სახელმწიფოთა შორის საქონლისა და მომსახურების საყოველთაო, მასშტაბური და ინტენსიური მოძრაობა არაა; იგი ასევე გულისხმობს საქმიანი რეპუტაციის და ცნობადობის საერთაშორისო შეფასებასაც. განსაკუთრებით კატეგორიულია ასეთი მიდგომა ფინანსური ოპერაციებისა და მათ უკან მდგარი ინსტიტუტებისა და ფიზიკური პირების მიმართ. რეპუტაციული ასპექტი აქ, ერთ ცნობილ, ხატოვან გამოთქმას რომ დავესესხოთ, „კეისრის ცოლის ეჭვზე მაღლა დგომას“ მოითხოვს. როდესაც ამგვარი მოთხოვნა არ და ვერ სრულდება, შესაბამისი კომპანიისა და ფინანსისტებისადმი ნდობა გაზაფხულის თოვლივით სწრაფ დნობას იწყებს. დაახლოებით ამგვარ პრეცედენტთან გვაქვს საქმე „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ (მ. ხაზარაძის კომპანია), მისი აქციებისა და ბონდების მიმართ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სქოუფის“ მიერ ადრე მინიჭებული B+ რეიტინგის, სუსტი მენეჯმენტისა და ინვესტორებთან გაურკვევლობის გამო, 2 ნაბიჯით უკუსვლის შემთხვევაში. როგორც ყველაფრის ეკონომია საბოლოო ჯამში დაიყვანება დროის ეკონომიამდე, ისე რეპუტაციული დარტყმა (არადა, სწორედ ამას ნიშნავს კომპანიის რეიტინგის ორი ნაბიჯით უკუსვლა…) ასევე დაიყვანება ფინანსურ დანაკარგამდე, რადგან დაბალი რეიტინგის ფასიანი ქაღალდები მხოლოდ უფრო დაბალი ფასით თუღა შეიძლება გაიყიდოს. ამასთან, ამ პროცესს ნეგატიური შლეიფი იმ მხრივაც მისდევს, რომ დაბალი ფასის ფასიანი ქაღალდების შეძენის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დგება უკვე თავად პოტენციური ინვესტორის საკუთარი, მანამდე არსებული „მაღალი“ თუ „მისაღები“ საქმიანი რეპუტაციაც…“– წერს სოსო არჩვაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,536 ნახვა