Uncategorized

დღეს პარლამენტში საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ

საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით იმსჯელებენ.

„ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პაკეტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. კერძოდ – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოზიციაზე სრული ვადით არჩევისთვის წარდგენილ კანდიდატს 90 დეპუტატის ხმა დასჭირდება.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატმა 90 ხმა ვერ მოაგროვა, მეორე კენჭისყრაზე მას 76 ხმით აირჩევენ. კანონპროექტში შესატანი ცვლილებები ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციის გაუქმებასაც გულისხმობს.

ოპოზიცია კანონპროექტს ჩვეული კრიტიკით ეხმიანება, რაც მმართველი გუნდისთვის არასერიოზულია. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ეს კანონპროექტი სრულად თანხვედრაშია ევროპის უმაღლეს საარჩევნო სტანდარტებთან და ამ ცვლილებების მიზანი ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფაა.

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ოპოზიცია მსგავსი უსაფუძვლო კრიტიკით არჩევნებში მოსალოდნელი წაგების შემდგომი სპეკულაციებისთვის სივრცეს წინასწარ ეძებს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,765,233 ნახვა