სპორტი

საქართველოს ნაკრებმა „კარატე 1, სერია A-ში“ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

კვიპროსის ქალაქმა ლარნაკამ პრესტიჟულ ტურნირს – „კარატე 1, სერია A“ უმასპინძლა. შეჯიბრებაში მონაწილეობდა საქართველოს კარატეს ნაკრებიც.

+84 კგ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა მერაბ გელაშვილმა, რომელმაც ფინალური შეხვედრა იაპონელ სპორტსმენთან, ფუმია იოშიმურასთან, ანგარიშით 0:2 დათმო.

-84 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ლუკა ვასაძე, რომელმაც თურქეთის წარმომადგენელ არსლან ჰასანს ანგარიშით 3:0 სძლია. საქართველოს ნაკრები ტურნირზე 10 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,573 ნახვა