ეკონომიკა

ნათია თურნავას საპენსიო სესხებთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში მოუსმენენ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ. განსახილველი საკითხი საპენსიო სესხები, კერძოდ, ვადები და საპროცენტო განაკვეთებია. 

ცნობისთვის, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავასა და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,597 ნახვა