პოსტები სოციალური ქსელიდან

სააკაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ კლონების შექმნის მცდელობები წარუმატებლად დასრულდა

ბოლო რამდენიმე არჩევნებზე იყო მცდელობა, შექმნილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ კლონები და ყოველთვის წარუმატებლად დასრულდა – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში.

სააკაშვილის თქმით, თავისი მეგობრების კრიტიკას არ აპირებს, თუმცა, მათ მოუწოდებს, გააანალიზონ, რატომ მოხდა ასე.

„არავის კრიტიკას ვაპირებ, მით უმეტეს, რომ ჩემს მეგობრებზეა საუბარი და მათ მოტივაციაში ეჭვი არ შემაქვს. ერთადერთი შემიძლია მათ მივცე რჩევა თუ გაითვალისწინებენ – ბოლო რამდენიმე არჩევნებზე იყო მცდელობა შექმნილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ კლონები და ყოველთვის წარუმატებლად დასრულდა. საჭიროა გააანალიზონ, თუ რატომ მოხდა ასე. ამჯერად, როცა მე საქართველოში ვარ, თუნდაც ციხეში, მით უმეტეს ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის და მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩვენს გუნდთან ერთად, რომელიც ახლა საბოლოო გაფართოების და კრისტალიზაციის პროცესშია“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილი თავის მხარდამჭერებსაც მიმართავს და ეუბნება, რომ ისინი 5 ნომრის შემოხაზვით „ერთადერთ სწორ არჩევანს“ გააკეთებენ. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოო გაფართოების და კრისტალიზაციის პროცესშია.

2024 წელს, ცვლილებებისთვის ბრძოლაში „ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებს ყველაზე მეტს, იბრძოლებს ყველაზე უფრო მძაფრად, მოიპოვებს ყველაზე მეტი ადამიანის მხარდაჭერას და შეასრულებს გადამწყვეტ როლს ქვეყნის ევროპეიზაციაში – რაც ნიშნავს ღირსეულ დასაქმებას, მაღალ შემოსავლებს, საუკეთესო განათლებას, უზრუნველ სიბერეს, მომავლის პერსპექტივას – აქ, საქართველოს მიწაზე.თუ ვინმეს სურს ჩემთან ერთად, ანუ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, იმუშაოს – ჩვენი კარი ღიაა, მათ შორის პარტიული ბორდის დონეზე.

მე დარწმუნებული ვარ, ყველა ჩემი მხარდამჭერი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს, წავა არჩევნებზე, შემოხაზავს 5 ნომერს და ამით გარანტირებულად ხმას მისცემს ცვლილებებს. მე თამაშებს არ ვთამაშობ, მე ვიბრძვი და გავრისკე სიცოცხლე და თავისუფლება იმისათვის, რომ გავათავისუფლო საქართველო კლანებისგან მოვლენილი უპერსპექტივობის და სიღარიბისგან. არავის კრიტიკას ვაპირებ, მით უმეტეს რომ ჩემს მეგობრებზეა საუბარი და მათ მოტივაციაში ეჭვი არ შემაქვს. ერთადერთი შემიძლია მათ მივცე რჩევა თუ გაითვალისწინებენ, ბოლო რამდენიმე არჩევნებზე იყო მცდელობა შექმნილიყო „ნაციონალური მოძრაობის“ კლონები და ყოველთვის წარუმატებლად დასრულდა. საჭიროა გააანალიზონ, თუ რატომ მოხდა ასე. ამჯერად, როცა მე საქართველოში ვარ, თუნდაც ციხეში, მითუმეტეს ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის და მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩვენს გუნდთან ერთად რომელიც ახლა საბოლოო გაფართოების და კრისტალიზაციის პროცესშია. საქართველოს საუკეთესო დღეები წინ არის“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,801 ნახვა