პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: დაგეგმილია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარება, თელავის აეროპორტის მშენებლობა, მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა, ასევე დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავებაც

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის და 2024 წლის გეგმების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას, დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის, ავიაციის განვითარებას და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.

„ჩვენი ქვეყნის ტურისტული და ლოგისტიკური პოტენციალის კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად, დაგეგმილია მთელი რიგი მნიშვნელოვანი პროექტები. დაგეგმილია პირველ რიგში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განვითარება, რომელიც ასევე იქნება ტრანზიტულ-ლოგისტიკური ცენტრი, მაღალი დონის სამგზავრო და სატვირთო ტერმინალებით. ასევე რეგიონებს შორის მიმოსვლის ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამისთვის განვაგრძობთ შიდა ფრენების სტიმულირებას და შიდა აეროპორტების მშენებლობასა და განვითარებას. კერძოდ, წელს დაგეგმილია თელავის აეროპორტის მშენებლობა და სრული მოდერნიზაცია. პროექტი უკვე არის წარდგენილი საზოგადოების წინაშე. ასევე დაგეგმილია მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება და მშენებლობა. წელს დასრულდება ქუთაისის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავებაც. წელსვე დაიწყება შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშოები. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმის, ავიაციის განვითარებას და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას“, – აღნიშნა კობახიძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,830 ნახვა