პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: წარმოიდგინეთ ბრძოლა ძველი გაგებით, ველზე – წინა მხარეს პიონერებად არიან „ნაცმოძრაობის“ წევრები და გვერდზე ფლანგებიდან მოჰყვებიან მელია, ხაზარაძე, გახარია. ასე უნდათ მოიგონ არჩევნები, თუმცა, მათი რეიტინგი 20%-ის არეალშია

წარმოიდგინეთ ბრძოლა ძველი გაგებით, ველზე. წინა მხარეს პიონერებად არიან „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები და გვერდზე ფლანგებიდან მოჰყვებიან – აქეთ მელია, იქით ხაზარაძე, გახარია. ასე უნდათ მოიგონ არჩევნები, თუმცა, მათი რეიტინგი არის 20%-ის არეალში და ძალიან ცდილობენ მეორე 20%-ზე წარმატება მოიპოვონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„გამორიცხული ამბავია. ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენ ვიცავთ სიმართლეს, ჩვენ ვიცავთ ქართულ იდენტობას, მშვიდობას, ეკონომიკურ წინსვლას, დეოკუპაციის გზაზე სწორ სიარულს, ამიტომ ამ ბრძოლაში ისინი ვერ გვაჯობებენ. გამორიცხული ამბავია. რაც არ უნდა შეფარულად ილაპარაკონ რაღაცებზე და ემოციური, პატრიოტული მესიჯებით გამოვიდნენ, ტყუილია ეს ყველაფერი და ტყუილზეა აგებული. ერთმანეთთან ურთიერთობის საკითხზეც კი იტყუებიან და სხვა რა უნდა დაუჯეროს ხალხმა. გვარამია, მელია, ხაზარაძე, გახარია იტყუებიან, რომ „ნაცმოძრაობის“ საქმეს არ აკეთებენ და ტყუილით იწყებენ ურთიერთობას, – აღნიშნა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,803 ნახვა