პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ზურაბ ადეიშვილზე: წამებასთან, რეკეტთან, მკვლელობასთან, გაუპატიურებასთან და ამ სისტემის ხელმძღვანელობასთან ასოცირებული პირის მიერ განხორციელებული რეფორმის გადმოღებას გვთავაზობენ საქართველოში

წამებასთან, რეკეტთან, მკვლელობასთან, გაუპატიურებასთან და ამ სისტემის ხელმძღვანელობასთან ასოცირებული პირის მიერ განხორციელებული რეფორმის გადმოღებას გვთავაზობენ საქართველოში. მე მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტს.

„ეს არის გარკვეული, ბედის ირონიაც შეიძლება დავარქვათ, ვეტინგთან დაკავშირებით გარკვეულ აქტივობებს ახორციელებს ევროპაში, უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდება ზურაბ ადეიშვილი, წამებასთან, რეკეტთან, მკვლელობასთან, გაუპატიურებასთან და ამ სისტემის ხელმძღვანელობასთან ასოცირებული პირი. აი, ამ ადამიანის მიერ განხორციელებული რეფორმის გადმოღებას გვთავაზობენ საქართველოში. ამით მე მგონი ყველაფერი ნათქვამია. როდესაც ეს ადამიანი გვევლინება სისხლის სამართლის პრინციპებზე მოლაპარაკედ. ეს არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. ამ ადამიანს რომ ელაპარაკებიან, ეს არის შეურაცხმყოფელი და არ შეიძლება რამემ პროდასავლური განწყობა ისე გააფუჭოს, როდესაც ქართველი ქალი თუ კაცი უყურებს იმას, რომ ადეიშვილი ლაპარაკობს სისხლის სამართლის პრინციპებზე. უსისხლო, ცივი გონებით მწამებელი ლაპარაკობს სისხლის სამართლის პრინციპებზე. ამაზე დიდი შეურაცხყოფა ამაზე დიდი ანტიდასავლურობა, ანტიევროპულობა რამ უნდა გააჩინოს საქართველოში, მე ვერ წარმომიდგენია“, – აღნიშნა მდინარაძემ.

არსებული ინფორმაციით, საქართველოში არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდებული და ბრალდებული, ყოფილი გენერალური პროკურორი – ზურაბ ადეიშვილი 24 თებერვალს გერმანიაში, ბუნდესტაგში იმყოფებოდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,766 ნახვა