პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „რადიო თავისუფლებამ“ გუშინ ძალიან ცუდი რამ გააკეთა. შექმნა „ფეიკი“, რომელიც ხელს უწყობს აღქმების ჩამოყალიბებას, რომ თითქოს საქართველო გამოყენებულია, ან გამოდგება სანქციების გვერდის ავლისთვის, რაც არის აბსოლუტური ტყუილი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან 6 მარტს „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას საქართველოს მიერ, საერთაშორისო სანქციების აღსრულების თაობაზე გამოეხმაურა.

„დიდი ბოდიში, რომ მიწევს მედიასაშუალებაზე ამის თქმა, რომელსაც „ნაცები“ აუცილებლად შეაფასებენ თავდასხმად, მაგრამ ეს არ არის თავდასხმა, ეს არის კრიტიკა. „რადიო თავისუფლებამ“ გუშინ ძალიან ცუდი რამ გააკეთა. მან შექმნა „ფეიკი“, რომელიც ხელს უწყობს აღქმების ჩამოყალიბებას, რომ თითქოს საქართველო გამოყენებულია, ან გამოდგება სანქციების გვერდის ავლისთვის, რაც არის აბსოლუტური ტყუილი, შემდეგ ფინანსთა მინისტრმა დეტალურად გასცა ყველა პუნქტს პასუხი. აღმოჩნდა, რომ პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, მონაცემები არათუ გაზრდილია, არამედ შემცირებულია. შესაბამისად, ეს იყო სპეციალური მანიპულირება იმ ნარატივის გასაძლიერებლად, რასაც საქართველოს მტრობა ჰქვია, რომ საქართველო თითქოს არის „შავი ხვრელი“. ეს ჩვენმა „ნაცმა“ ოპონენტებმა ერთხელ გააკეთეს, ახლა მედიასაშუალებები აკეთებენ სამწუხაროდ ამას“, – აღნიშნა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,813 ნახვა