პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – პარტია „საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“, „დროა“, „გირჩი“, ვისი ფულით გველაპარაკებიან ქართულ პოლიტიკაზე? ეს კითხვის ნიშანს ხომ წარმოშობს, ვის ინტერესებს ატარებენ?


პარტია „საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“, „დროა“, „გირჩი“, ვისი ფულით გველაპარაკებიან ქართულ პოლიტიკაზე? ეს კითხვის ნიშანს ხომ წარმოშობს, ვის ინტერესებს ატარებენ? – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ღამის კურიერში“ განაცხადა. შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა NED-ის ხელმძღვანელის განცხადებას იმის შესახებ, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც პარტიულ აქტივობებში ერევიან, ანუ, არიან პოლიტიკოსები, ან აქვთ პოლიტიკური ძალაუფლების მიღების პრეტენზია, აღარ არიან სამოქალაქო საზოგადოება. ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ზუსტად ორგანიზაცია NED-ი აფინანსებს გახარიას პარტიის ენჯეოს, რომელიც შექმნილია მისი პარტიის წევრების მიერ, ანა დოლიძის დაფუძნებულ ენჯეოს, ასევე, გიორგი კანდელაკის „სოვლაბს“. მისი თქმით, მოხარულია, რომ NED-ის ხელმძღვანელმა ეს განცხადება გააკეთა, როგორც ჩანს, ისინი სერიოზულად მიუდგებიან საკითხს, მაგრამ ამას უნდა მოყვეს შემდეგი ნაბიჯები – NED- მა უნდა შეუწყვიტოს დაფინანსება ნათია მეზვრიშვილის, ანა დოლიძის, გიორგი კანდელაკის ენჯეოებს.

„დღეს მოვისმინეთ ამერიკის დემოკრატიის ეროვნული ფონდ NED-ის ხელმძღვანელის განცხადება, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც პარტიულ აქტივობებში ერევიან, ანუ, არიან პოლიტიკოსები, ან აქვთ პრეტენზია პოლიტიკური ძალაუფლების მიღების, ისინი აღარ არიან სამოქალაქო საზოგადოება. არადა, ზუსტად ორგანიზაცია NED-ი აფინანსებს გახარიას პარტიის ენჯეოს, რომელიც შექმნილია მისი პარტიის წევრების მიერ, აფინანსებს ანა დოლიძეს, მის დაფუძნებულ ენჯეოს, აფინანსებს გიორგი კანდელაკის „სოვლაბს“, რომელსაც გვახსოვს, რა ამბები ჰქონდა ატეხილი შობის თარიღთან დაკავშირებით. ამ პოლიტიკოსებს პირდაპირ ხელფასებს უხდის ამერიკული ფონდი“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, ასევე არის ევროპის დემოკრატიული ფონდი, რომელიც აფინანსებს „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, ენჯეოებს, პირდაპირ აფინანსებს და ხელფასებს უხდის ქართველ პოლიტიკოსებს. „როდესაც ეს პოლიტიკოსები, იქნება ეს პარტია „საქართველოსთვის“, „ევროპული საქართველო“, „დროა“, „გირჩი“, დასხდებიან და მელაპარაკებიან ქართულ პოლიტიკაზე, ხომ არ უნდა ჩავხედოთ, ვისი ფულით გველაპარაკებიან ისინი ქართულ პოლიტიკაზე? ეს კითხვის ნიშანს ხომ წარმოშობს, ვის ინტერესებს ატარებენ?

ამიტომ, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ აუცილებელია ყველა მოეპყროს ამას სერიოზულად. მოხარული ვარ, რომ NED-ის ხელმძღვანელმა დღეს ეს განცხადება გააკეთა, როგორც ჩანს, ისინი სერიოზულად მიუდგებიან ამას, უბრალოდ, ამას უნდა მოყვეს შემდეგი ნაბიჯები – შემდეგი ნაბიჯი იქნება, NED- მა უნდა შეუწყვიტოს დაფინანსება ნათია მეზვრიშვილის, ანა დოლიძის, გიორგი კანდელაკის ენჯეოებს, ეს არის, თუკი მათ უნდა იყვნენ კეთილსინდისიერი“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,792 ნახვა