პოლიტიკა

პრემიერი: ყველა მინისტრი მუშაობს ძალიან კარგად. აქედან გამომდინარე, არავითარი საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის

ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას იგეგმება თუ არა დამატებითი ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„რაც შეეხება მინისტრებს, ყველა მინისტრი მუშაობს ძალიან კარგად. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არავითარი საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის“, – განმარტა პრემიერმა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილი მიხეილ სარჯველაძემ ჩაანაცვლა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა. მანამდე კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ჩიქოვანმა შეცვალა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,433 ნახვა