ეკონომიკა

დავით ქართველიშვილი – სანამ დასავლელი “ვაშაძე-ხაბე-ხაზარაძე” ინდიკაციებს “დეზერტირებზე” დაეძებენ, მსოფლიოს ბანკის ამ “რუსულ მონაცემებს” დავეყრდნოთ

მსოფლიო ბანკის მონაცემებს, რომლის თანახმად ფასების დონის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 33-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო სამეულშია, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„სანამ ჩვენი მცირეპროცენტული ჯამბაზები ბაზარ-ბაზარ და მარკეტ-მარკეტ დარბიან, სიგრძის სიგანესთან შედარების მიზნით – მსოფლიო ბანკი აგრძელებს საქართველოზე თავის “რუსული ინდიკაციებით” მოპოვებული რეიტინგების გამოქვეყნებას. თურმე მსოფლიოში (!) – 33-ე ადგილზე ვართ და ევროპაში (!) – სამეულში. ასე ხდება ხოლმე, როდესაც ეს მონაცემები არა შულერების, არამედ ელემენტარული ეკონომიკური მაჩვენებლების მცოდნე სპეციალისტების ხელშია. მაგალითად, 1998 წელს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მუშაობის პერიოდში ჩემი 125-ლარიანი ხელფასით შემეძლო შემეძინა 300 ლიტრი საწვავი, ან 5 ტომარა ფქვილი, 2008 წლის ხელფასით – 600 ლიტრი საწვავის ან 15 ტომარა ფქვილის, წელს კი მხოლოდ საშუალო ხელფასით (სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით) შესაძლებელია 700 ლიტრი საწვავის ან 18 ტომარა ფქვილის შეძენა. და ამ დინამიკის პარალელურად – დიახ, ფასები გაიზარდა. ისევე, როგორც გაიზარდა საშუალო ხელფასები და გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა. მე აღარ გადავიყვანე ეს მარტივი ფასწარმოქმნის არითმეტიკა 1998, 2008 და 2024 წლის საპენსიო ყიდვითუნარიანობის ჭრილში – ჩემი, არაეკონომისტის ლოგიკა, მათთვის ვინც სიგრძის მაჩვენებლებს სიგანეს ადარებს, მაინც გაუგებარი იქნება.

ამიტომ, მსოფლიოს ბანკის ამ “რუსულ მონაცემებს” დავეყრდნოთ, სანამ დასავლელი “ვაშაძე-ხაბე-ხაზარაძე” ამ ინდიკაციებს “დეზერტირებზე” დაეძებენ. P.S.: გაგიკვირდებათ, წლევანდელი შემოსავლებით 1998 და 2008 წელთან შედარებით ხორცის, ყველის, ზეთის და ა.შ. – ასევე იმაზე მეტი ოდენობით შეძენაა შესაძლებელი, მიუხედავად ყველაფერზე გაზრდილი ფასებისა. 1998 წელს 20 ათას დოლარად შეძენილი ბინის ღირებულება წელს მაკლერმა 120 ათასად შემიფასა – ასეც ხდება ხოლმე…“ – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,605 ნახვა