საზოგადოება

თბილისში ღამით, სამტრედიის ქუჩაზე აფეთქება მოხდა

 ღამით აფეთ­ქე­ბა მოხ­და თბი­ლის­ში, სამ­ტრე­დი­ის ქუ­ჩა­ზე.

მომ­ხდა­რის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ახ­ლომ­დე­ბა­რე კორ­პუ­სებ­ში ფან­ჯრე­ბის მი­ნე­ბი და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი.აფეთ­ქე­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი დგინ­დე­ბა. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია პო­ლი­ცია და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი.

რო­გორც სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხურ­ში გა­ნა­ცხა­დეს,  დაშ­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ.ერთ-ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის პირ­ველ სარ­თულ­ზე მოხ­და, სა­დაც კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარიტიშვილი აცხადებს, რომ მერია საცხოვრებლით უზრუნველყოფს სამტრედიის ქუჩაზე, იმ საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებლებს, სადაც აფეთქება მოხდა.

როგორც მან შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განუცხადა, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„სავარაუდოდ, არის გაზით აფეთქება. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პირველადი ინფორმაციით, არ არის მსხვერპლი. ჩვენ ჩართულები ვართ ყველაფერში. გამგეობა და მერია უზრუნველყოფს ამ კორპუსში მცხოვრებლებს საცხოვრებელი ბინებით და ყველა იმ საჭიროებით, რაც აქვთ“, – განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,686 ნახვა