პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ ევროპაში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, მას აინტერესებდა, როგორ ახერხებს საქართველო უსაფრთხოების შენარჩუნებას გამოწვევების ფონზე

ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრთან, დენიელ რიშთან ვისაუბრეთ უსაფრთხოების იმ გარემოზე, რომელიც ევროპაში არსებობს, განსაკუთრებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის გათვალისწინებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, უსაფრთხოების თვალსაზრისით რა გამოწვევების წინაშეა საქართველო.

„შეხვედრაზე ვისაუბრეთ, რა გამოწვევების წინაშეა საქართველო, როგორც იშვიათი ქვეყანა, რომელიც, ერთი მხრივ, ნაწილია უკრაინიდან მხარდამჭერი ალიანსის და მეორე მხრივ, ლამის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც არც ნატო-ს ქოლგით არის დაცული და არც ევროკავშირის სოლიდარობის ქოლგით. არის რუსეთის პირდაპირი მოსაზღვრე ქვეყანა, რომლის ორი ტერიტორია რუსეთს ოკუპირებული აქვს. მასაც აინტერესებდა, განსაკუთრებული გამოწვევების ფონზე როგორ ახერხებს საქართველო უსაფრთხოების შენარჩუნებას, ეკონომიკის წინსვლას. ლიხტენშტაინი დაინტერესებული იყო ამ გამოცდილებით. ვისაუბრეთ, მათ შორის იმ კონტექსტში, რომ მართალია, საქართველოსთვის ეს რთული უსაფრთხოების მდგომარეობაა, თუმცა ქვეყნისთვის ეს არ არის ახალი, მომდინარე საფრთხეები. ზოგადად, რეგიონში არსებული რთული მდგომარეობა იმ კონტექსტშია, რაშიც საქართველო ათწლეულებია ცხოვრობს და ცდილობს, ამ გარემოში ისე იმოძრაოს, რომ საკუთარი უსაფრთხოება შეინარჩუნოს. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო უნიკალურ მდგომარეობაშია კომპლექსური გამოწვევების თვალსაზრისით, განსაკუთრებული თანადგომა, გაგება და ემპათია აქვთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის მიმართ. მათგან მოვისმინეთ, როგორ უმკლავდებიან უსაფრთხოების გამოწვევებს. ლიხტენშტაინი ერთ-ერთი ფინანსური ცენტრია, რომელსაც გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით ახალი გადაწყობა მოუწია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,679 ნახვა