სპორტი

ალექსანდრე თურმანიძე: მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით გამოსვლა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა

კარტინგი  ადრენალიდით სავსე სპორტის სახეობაა, რომლის აქტუალობა და პოპულარობა საქართველოში დღითი დღე იზრდება. „ინფოფოსტალიონის“ კითხვებს ბათუმელი კარტინგის წევრი ალექსანდრე თურმანიძე  პასუხობს. ჩვენი სტუმარი სულ მალე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს.

პატარა მრბოლელი ჯერ სულ 13 წლისაა. ასეთ ადრეულ ასაკში მსგავსი ექსტრემალური სპორტით დაინტერესდე,  ასე ხანგრძლივად ივარჯიშო და იშრომო იშვიათობაა. ალექსანდრე ამბობს, რომ ეს შემართება მას თავიდანვე ჰქონდა. ის ჯერ კიდევ 9 წლის ასაკიდან ვარჯიშობდა და სპორტის ეს სახეობა  მუდამ იყო მისი ოცნება. მისივე თქმით,  მამამ, გოგი თურმანიძემ  მამის მეგობარმა, დღეს უკვე პირადმა მწვრთვნელმა ალექსანდრე ბაღათურიამ ბევრი გააკეთეს მისი ამ სპორტში გაზრდისათვის.

მამამ მთლიანად აიღო პასუხისმგებლობა მწვრთვნელთან ერთად და  დღემდე ჩემს გვერდითაა,-ამბობს ალექსანდრე.

– ალექსანდრე როდის დაიწყე კარტინგზე ვარჯიში?

– მამამ ჩემი თხოვნით 9 წლის ასაკში მიმიყვანა, ეს ის ექსტრემალური სპორტია, რომელიც ძირითადად არ ფინანსდება და თითქმის ყველაფერში მამა მიდგას გვერდში. ყველაფერს აკეთებს დღესაც, რომ მსოფლიოზე ვიასზპარეზო საქართველოს სახელით.

– მართალია, რომ დედა ვერ უყურებს შენს შეჯიბრებებს?

– კი დედა ვერ უყურებს და არ დადის ჩემს შეჯიბრებებზე. რამდენჯერმე იყო მხოლოდ ვარჯიზე. თუმცა დედაც და მამაც ჩემსავით მამაცები არიან. წლებია, ყავთ საკუთარი მანქანები, ალბათ მშობლებისგან მომსდევს ეს ექსტრემალურუბა.

-ალექსანდრე, როგორ ათავსებ სკოლასა და სპორტს.

-მე მიყვარს ჩემი სკოლა და  თითქმის არ ვაცდენ გაკვეთილებს. ვარჯიშზე მამას სკოლის შემდეგ დავყავარ. 

– მსოფლიო ჩემპიონატზე სად იასპარეზებ და როდის?

-მსოფლიო ჩემპიონატი სამ ეტაპად გაიმართება და მსოფლიოს 56   საუკეთესო მრბოლელი იასპარეზებს.  25 -28 აპრილს საფრანგეთი, მეორე ეტაპს 20- 25 ივნის სლოვაკეთი, ხოლო დასკვნით ეტაპს შვედეთი უმასპინძლებს.

– ნერვიულობ?

-კი ვნერვიულობ, მაგრამ ჩემი მწვრთნელი ალექსანდრე ბაღათურია მუშაობს ჩემზე,  რომ არ ვინერვიულო. სპორტსმენმა პირველ რიგში უნდა დაძლიოს ნერვიუობა და მეც ვცდილობ. ყველაზე მეტად მიხარია, რომ საქართველოს სახელით გამოვდივარ, მაგრამ ეს უფრო ზრდის ჩემს პასუხიმგებლობასა და ნერვიულობას. რადგან ვიცი რომ იქ დიდი კონკურენცია მელოდება

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,597 ნახვა