პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ის მოქმედი მოსამართლეები, რომლებმაც „ვეტინგით“ შემოწმებაზე თანხმობა განაცხადეს, ეწინააღმდეგებიან სწორედ იმ კონსტიტუციას და კანონს, რომლის შესრულებაც ევალებათ

ის მოქმედი მოსამართლეები, რომლებმაც „ვეტინგთან“ დაკავშირებით შესაბამისი განცხადებები გააკეთეს, ეწინააღმდეგებიან სწორედ იმ კონსტიტუციას და კანონს, რომლის შესრულებაც ევალებათ, – ასე შეაფასა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა იმ მოსამართლეების განცხადებები, რომლებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, მათი კეთილსინდისიერება ე.წ. ვეტინგის სისტემით შემოწმდეს.

„ასე რომ, განმარტების გაკეთება ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით არის ჩვენი ვალდებულება – საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა ავუხსნათ, თუ რაოდენ სახიფათო, არასწორ, სუვერენიტეტის შემლახავ, ანტიკონსტიტუციური ქმედების განხორციელებას ითხოვენ ეს მოსამართლეები და არასამთავრობო სექტორის ის ნაწილი, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და რეალურად მათი დონორების ინტერესებს ახორციელებენ“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

რამდენიმე მოსამართლე მზად არის, მათი კეთილსინდისიერება ე.წ. ვეტინგის სისტემით შემოწმდეს. ეს კი ნიშნავს, რომ უცხოელი ექსპერტები გადაწყვეტენ, ქართული მართლმსაჯულების სისტემაში მათი და მათივე კოლეგების ყოფნა-არ ყოფნის საკითხს. მოსამართლეების ამ განცხადებას მმართველ გუნდში პასუხობენ. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ქვეყნისთვის საზიანო იქნება თუ მართლმსაჯულების სისტემაში უცხოელი სპეციალისტები ჩაერევიან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,716 ნახვა