პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ნატოს მოკავშირეობით საქართველომ არაერთხელ დაადასტურა თავისი საგარეო კურსის მთავარი მიმართულება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ნატოს მოკავშირეობით საქართველომ არაერთხელ დაადასტურა თავისი საგარეო კურსის მთავარი მიმართულება. ასე გამოეხმაურა ის ნატოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა.

„ნატოს მოკავშირეობით საქართველომ არაერთხელ დაადასტურა თავისი საგარეო კურსის მთავარი მიმართულება. რასაკვირველია, ნატოს ყველა წევრმა ქვეყანამ იცის, რომ საქართველო ყოველთვის იქ იდგა, სადაც საერთაშორისო უსაფრთხოების დასაცავად შეიარაღებული ძალები იდგა. გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ნატოს გენერალური მდივანი ჩამოდიოდეს საქართველოში, როგორც მოკავშირე ქვეყანაში, რომელმაც თავი გამოიჩინა ნატოს არაერთ ოპერაციაში მონაწილეობისას“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს 18 მარტს ეწვევა. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,635 ნახვა