საზოგადოება

რაქვიაშვილი: „ვეტინგი“ ენჯეოებმა მოიფიქრეს, რომელიც არაფერ შუაში არ არის რეფორმასთან

„ვეტინგი“ ენჯეოებმა მოიფიქრეს, რომელიც არაფერ შუაში არ არის რეფორმასთან, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ეს იქნება უშინაარსო რეფორმაზე უბრალოდ დროის ხარჯვა.

„არანაირი კოსმეტიკური რეფორმა არ უშველის, აქ საჭიროა ფუნდამენტური რეფორმა. ახლა ენჯეოებმა მოიფიქრეს ეს „ვეტინგი“, რომელიც არაფერ შუაში არ არის რეფორმასთან, რომელსაც სამწუხაროდ მხარს უჭერენ ჩვენი პარტნიორები. თუ ამ გზას დაადგა ჩვენი ქვეყანა, სასამართლო ისევ არ გვექნება და დროს დავხარჯავთ უშინაარსო რეფორმაზე“, – აცხადებს რაქვიაშვილი.

ინფორმაციისთვის, „ვეტინგი“ ერთჯერადი მექანიზმია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სისტემაში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმება. „ნაციონალური მოძრაობამ“ წარადგინა წინადადება, რომლის თანახმადაც სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დანიშვნა, გადარჩევა „ვეტინგის“ საფუძველზე უნდა მოხდეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,674 ნახვა