პოლიტიკა

„ბავშვების დაწამვლას ნუ ითხოვთ, რომ ფუმფულა კეთილებად გამოჩნდეთ თქვე ბრიყვებო! მეჯავრებით” – თამარ ჩერგოლეიშვილი

“ყველა ოპოზიციური პარტია, რომელიც მთავრობას სკოლებში უფასო კვების უზრუნველყოფას სთხოვს, არის ხარბი, პოპულისტი ბოროტმოქმედი, რომელიც 570 ათას ბავშვს მოსაწამლად წირავს!

აბსოლუტურად ყველა.

რამდენად რეგვენი უნდა იყო, იმ მთავრობას სთხოვდე სხვისი შვილის კვებას, რომელსაც ოცჯერ მცირე ჯარი ვერ გამოუკვებია ისე, კუჭი რომ არ აუშალოს.

მეჯავრებით.

ბავშვებს შიათ იმიტომ, რომ მათ ოჯახებს შიათ!!!

ოჯახებს დაეხმარეთ!

ბავშვების დაწამვლას ნუ ითხოვთ, რომ “ფუმფულა კეთილებად” გამოჩნდეთ თქვე ბრიყვებო!

ევროპული საქართველოს რეფორმა ამ პრობლემას ფუნდამენტურად აგვარებს და ხარისხი (სწავლის და ინფრასტრუქტურის) ხელმოკლესთვისაც ხელმისაწვდომი ხდება.

P.S. ყველა ოპოზიციონერს ვინც სამთავრობო კვებას ითხოვს, უფასო სასადილოებში კვებას მივუსჯიდი.

მთავრობის გაკეთებული საჭმელი თხვლიფონ, რომ ეგებ ბავშვებს აღარ აკადრონ.”

წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,740 ნახვა