პოლიტიკა

„გახსოვთ ის დრო, როდესაც მთავრობა ხალხზე ზრუნავდა და თითოეული ქართველის ბედი გულთან ახლოს მიჰქონდა? ეს ჩემი პრეზიდენტობის დროს ხდებოდა” – მიხეილ სააკაშვილი

„გახსოვთ ის დრო, როდესაც მთავრობა ხალხზე ზრუნავდა და თითოეული ქართველის ბედი გულთან ახლოს მიჰქონდა? ეს ჩემი პრეზიდენტობის დროს ხდებოდა.

როდესაც სომალელმა მეკობრეებმა ტყვედ ჩვენი მეზღვაურები აიყვანეს, სპეციალური ჯგუფი შევქმენით, ჩემი თანამებრძოლის, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კარბელაშვილის ხელმძღვანელობით. ის სომალის საზღვარზე გაემგზავრა და თითქმის ყოველდღე ჩემთან სატელეფონო კავშირზე იყო. ჩემი ნებართვით, გიორგიმ ადგილზე საერთაშორისო შეიარაღებული სპეცრაზმი შეკრიბა და ჩვენ, მეკობრეებისთვის მოულოდნელი რეიდით, გამოვიხსენით არა მხოლოდ ჩვენი მეზღვაურები, არამედ რამდენიმე თურქი მეზღვაურიც.

შემდეგ საპრეზიდენტო თვითმფრინავი მომბასაში გავაგზავნეთ, ხოლო სტამბოლის აეროპორტში ორი ქვეყნის მეზღვაურებს მე და ერდოღანმა საერთო დახვედრა მოვუწყვეთ, რომელიც მთელი მსოფლიოს მედიით გადაიცემოდა. ასე შეძლო პატარა საქართველომ ის, რაც ჩვენზე ბევრჯერ უფრო დიდ და ძლიერ სახელმწიფოებს არ გამოსდიოდათ.”

– წერს სააკაშვილი .

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,660 ნახვა