საზოგადოება

მაია ბითაძე ოპოზიციონერ დეპუტატებზე, რომლებმაც ევროინტეგრაციის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს: რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმაა სწორედ მათი რიტორიკა, მათი საქციელი, როდესაც საქართველოს ოკუპაციას, თურმე აღარაფრად აგდებენ

რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმაა სწორედ მათი რიტორიკა, მათი საქციელი, როდესაც საქართველოს ოკუპაციას, თურმე აღარაფრად აგდებენ, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ 4 ოპოზიციონერ დეპუტატზე საუბრისას განაცხადა, რომლებმაც ევროინტეგრაციის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს.

„რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმაა სწორედ მათი რიტორიკა, მათი საქციელი, როდესაც საქართველოს ოკუპაციას, თურმე აღარაფრად აგდებენ და როდესაც ევროინტეგრაციის რეზოლუციას, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ასე მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია, ოპოზიციაც იყოს მხარდამჭერი ასეთი რეზოლუციის, ისინი მხარს არ უჭერენ. უფრო მეტიც, ყველაფერს ცდილობენ, რათა ამ ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია შელახონ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს აისახება იმაში, რომ მათ ქართველი ხალხი პასუხს გასცემს მიმდინარე წლის ოქტომბერში“, – განაცხადა ბითაძემ.

4 ოპოზიციონერი დეპუტატის უარი საქართველოს ევროპულ მომავალს – მმართველი გუნდისთვის ევროინტეგრაციის რეზოლუციაზე დეპუტატების უარი ქვეყნის ინტერესების მიზანმიმართული დაზიანებაა.

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსული აგრესიის დაგმობის შესახებ მომზადებული რეზოლუცია, ბრიუსელში, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციისა და უკრაინის დელეგაციის პოზიციის გამო ვერ მიიღეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,692 ნახვა