პოლიტიკა

ლევან კობიაშვილი „ფიფას“ რეიტინგში საქართველოს დაწინაურებაზე: ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის იმერეთის აკადემია – ეს არის გზა, რომელსაც მივყავართ იმ წარმატებასთან, რასაც წლების განმავლობაში ველოდით

ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის იმერეთის აკადემია, რომელმაც პირველი ფეხბურთელები მიიღო. გასულ წელს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ, რომელმაც ძალიან დიდი პოზიტიური ნიშნები დატოვა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ქვეყნის გარეთაც. ეს არის ის გზა, რომელსაც საბოლოო ჯამში მივყავართ იმ წარმატებასთან, რასაც წლების განმავლობაში ველოდით, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

წამყვანმა კობიაშვილს ჰკითხა – რის ხარჯზე აქვს გაუმჯობესებული რეიტინგი საქართველოს „ფიფას“ რეიტინგის მიხედვით, სადაც ორი საფეხურით დაწინაურდა.

„ძალიან კარგად მახსოვს რამდენიმე წლის წინ სად ვიყავით რეიტინგში და დღეს სად ვართ. თუ გადავხედავთ გასულ პერიოდს, ფეხბურთის ფედერაციამ, კლუბებმა მათ შორის და მთლიანად საფეხბურთო სამყარომ შევძელით ის, რომ დღეს ვართ იქ, სადაც ვართ – გვაქვს ის თამაში, რომელიც გველოდება 26 მარტს. ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, მათ შორის იმერეთის აკადემია, რომელმაც პირველი ფეხბურთელები მიიღო. გასულ წელს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ, რომელმაც ძალიან პოზიტიური ნიშნები დატოვა არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ქვეყნის გარეთაც. ეს არის გზა, რომელსაც საბოლოო ჯამში მივყავართ იმ წარმატებასთან, რასაც წლების განმავლობაში ველოდით. თითოეული ასეთი წარმატება არის იმის მაჩვენებელი, რომ ვართ სწორ გზაზე“, – აღნიშნა კობიაშვილმა.

ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის პლეიოფის 1/2 ფინალში, საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. გამარჯვების შედეგად საქართველოს ნაკრებმა 11.85 ქულა მოიპოვა და 1,324.30 კოეფიციენტით ფიფას რეიტინგში 77-იდან 75-ე ადგილზე დაწინაურდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,700 ნახვა