პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: არ დავუშვებთ არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში, გვაქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო

დღეს, ქართული მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია ყოველგვარი უცხოური ჩარევისგან. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ დღეს ჩვენ გვყავს საამაყო ქართული სასამართლო და ამას შემთხვევით არ ვამბობ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება არ დაუშვებს ქართულ მართლმსაჯულებასა და სასამართლო სისტემაში ვინმეს ჩარევას. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, კანონის უზენაესობით და მართლმსაჯულების გამართული სისტემით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ერთ-ერთი ლიდერია.

„ეს არის ქართული ინსტიტუტი, რომელიც გამართულად მუშაობს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არიან საქართველოს პატრიოტი მოქალაქეები. მე როგორც ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ჩვენი ხელისუფლება არ დავუშვებთ არავის ჩარევას ქართულ მართლმსაჯულებაში და ქართულ სასამართლო სისტემაში. საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგების მიხედვით, ჩვენი ქვეყანა არა მარტო რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, პირველ ადგილზეა კანონის უზენაესობის და ზოგადად, მართლმსაჯულების გამართული სისტემის მიხედვით. ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამბიცია, რომ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება.“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,792 ნახვა