პოლიტიკა

სოზარ სუბარი წამებისგან თავისუფლების გაუმჯობესებულ ინდექსზე: ეს არის სასიკვდილო განაჩენი „ნაციონალური მოძრაობისთვის

„სახალხო დამცველი ვიყავი [„ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს] და ჩემს თვალწინ ხდებოდა ყველა უბედურება, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მაშინდელ რეიტინგებში, ქვეყანა იქნებოდა კიდევ უფრო დაბლა, ვიდრე ლიბია და სამხრეთ სუდანი,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, რითაც გამოეხმაურა ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას, რომლის თანახმადაც წამებისგან თავისუფლების ინდექსით საქართველო დაწინაურდა 101 პუნქტით და 46-ე ადგილზე გადაინაცვლა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს საქართველო 147-ე ადგილზე იყო.

„ეს არის სასიკვდილო განაჩენი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. სახალხო დამცველი ვიყავი და ჩემს თვალწინ ხდებოდა ყველა უბედურება, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მაშინდელ რეიტინგებში ქვეყანა იქნებოდა კიდევ უფრო დაბლა, ვიდრე ლიბია და სამხრეთ სუდანი.

დღეს კი საქართველო არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიო მასშტაბით. უკეთესო მდგომარეობაა, ვიდრე შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, ლიტვაში და ა.შ. ამას სჭირდებოდა ერთი რამ – პოლიტიკური ნება, რომელიც გამოავლინა ხელისუფლებამ და რომელიც გრძელდება დღემდე,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,740 ნახვა