პოლიტიკა

დაჩი ბერაია მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებზე: მორიგი ტყუილის თქმა, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან არ არის გასაკვირი და მოულოდნელი. მათ ყველაფერზე მოუწევთ პასუხისგება, როცა მათი გასამართლების დრო დადგება

„არანაირი შეხება არ მაქვს არც ტენდერთან და შესაბამისად, მთელი ეს ისტორია, რაც მოვისმინეთ იყო სიცრუე,“ – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი დაჩი ბერაია და ასე პასუხობს მისი მისამართით ერთ-ერთი ოპოზიციური არხის ეთერით გაჟღერებულ ბრალდებებს.

საუბარი შეეხებოდა ხობში მიმდინარე ტენდერებთან ბერაიას კავშირებზე გასულ დეზინფორმაციას.

„არანაირი შეხება არ მაქვს არც ტენდერთან და შესაბამისად, მთელი ეს ისტორია, რაც მოვისმინეთ იყო სიცრუე და ცრუპენტელა ემა გოგოხიას ფანტაზიის ნაყოფი. ეს არის ძალა (ნაციონალური მოძრაობა), რომელიც ღალატობს სახელმწიფოს, ჰყავს ლიდერები, რომლებიც არიან პირდაპირი აგენტები და მოქმედებენ სხვა სახელმწიფოების თუ უცხო ძალების დავალებით და შესაბამისად, მორიგი ტყუილის თქმა, მათგან არ არის გასაკვირი და მოულოდნელი. თუმცა, მათ გაცილებით მეტი დანაშაული აქვთ ჩადენილი ჩვენი სახელმწიფოს წინაშე, ვიდრე ერთი ცრუ სიუჟეტი და ყველაზე მოუწევთ პასუხისგება, როცა მათი გასამართლების დრო დადგება,“ – აცხადებს დაჩი ბერაია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,758,830 ნახვა