სამართალი

სამტრედიაში ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ქალს მკვლელობის ბრალდება მოეხსნა

სამ­ტრე­დი­ა­ში ქმრის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულ ქალს მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა მო­ეხ­სნა, – ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­კა­ვე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი მაგ­და კოტ­რი­კა­ძე ავ­რცე­ლებს. მაგ­და კოტ­რი­კა­ძე წერს, რომ მკვლე­ლი ქა­ლის ძმა აღ­მოჩ­ნდა და ახლა ქალს გა­მო­ძი­ე­ბა ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბას ედა­ვე­ბა.

“ქალს, რო­მელ­საც ქმრის მკვლე­ლო­ბას აბ­რა­ლებ­დნენ და ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა სსკ-ის 109- ე მუხ­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში და 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს, დღეს ბრალ­დე­ბა შე­უც­ვა­ლეს და ახლა ცრუ ჩვე­ნე­ბას ედა­ვე­ბი­ან – რა­ტომ თქვი, რომ მე მოვ­კა­ლიო”, – აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი და აღ­ნიშ­ნავს, რომ ნატო ხე­ლა­ძე მალე და­ტო­ვებს სა­პა­ტიმ­როს.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გუ­შინ ქუ­თა­ის­ში გა­ი­მარ­თა. მო­სა­მარ­თლემ ქმრის მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბულს პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. სა­სა­მარ­თლო­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი აცხა­დებ­და, რომ ქმა­რი მას არ მო­უკ­ლავს და მის­მა ძმამ მოკ­ლა.

შემ­თხვე­ვა სამ­ტრე­დი­ა­ში 30 მარტს მოხ­და. საქ­მე­ზე 29 წლის ქალი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,763,607 ნახვა