საგარეო პოლიტიკა

ზელენსკი: თუ აშშ-ის კონგრესი არ დაამტკიცებს უკრაინისათვის სამხედრო დახმარებას, მაშინ უკრაინამ შეიძლება წააგოს ომი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ აშშ-ის კონგრესი არ დაამტკიცებს უკრაინისათვის სამხედრო დახმარებას, მაშინ უკრაინამ შეიძლება წააგოს ომი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„ამისთვის უნდა ვიპოვოთ საჯარო ფორმატი. თუ უკრაინა ომს წააგებს, სხვა ქვეყნები თავდასხმას დაექვემდებარებიან“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი მალე სულ უფრო დაჟინებით მოითხოვს დისკუსიაში ბირთვული იარაღის შემოტანას.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,764,528 ნახვა