საგარეო პოლიტიკა

ევროკავშირის სასამართლომ ორ რუს ბიზნესმენს სანქციები მოუხსნა

ევროკავშირის სასამართლომ დააკმაყოფილა რუსული „ალფა-გრუპის“ დამფუძნებლების პიოტრ ავენისა და მიხაილ ფრიდმანის სარჩელი, რომლებიც პერსონალური სანქციების მოხსნას ითხოვდნენ. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

ევროკავშირმა ავენსა და ფრიდმანს სანქციები 2022 წლის 28 თებერვალს დაუწესა. ბრიუსელში ეს გადაწყვეტილება იმით დაასაბუთეს, რომ ფრიდმანს და ავენს რუსეთის სახელისუფლებო წრეებთან აქვთ კავშირები. „თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ „პირველად აქტებში ჩამოყალიბებული არცერთი მიზეზი არ არის საკმარისად დასაბუთებული. შესაბამისად, ბატონი ავენისა და ბატონი ფრიდმანის შეყვანა სიაში არ იყო გამართლებული“, – აღნიშნავს Reuters-ი.

ბიზნესმენებმა სანქციები 2022 წლის მაისში გაასაჩივრეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,767,669 ნახვა