პოსტები სოციალური ქსელიდან

ბიძინა გიორგობიანი „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ მოწინააღმდეგეებს: რას მალავთ, NGO-ები გიხდიან, გხდიან, გაცმევენ, თუ გაჭმევენ? – ჩვენ გვაინტერესებს გრანტების მიზნობრიობა

სუხიშვილს ისე ულანძღია სსრკ, როდიონოვის ძვლები შეშფოთებულან. გამოდით და თქვით რას მალავთ კოლექტიური დოები. NGO-ები გიხდიან, გხდიან, გაცმევენ, თუ გაჭმევენ? – წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, ბიძინა გიორგობიანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, რითაც ეხმიანება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ხელოვნების სფეროს კონკრეტული წარმომადგენლების კრიტიკას.

მისი განცხადებით, საზოგადოებას აინტერესებს გრანტების მიზნობრიობა, სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებული დეტალები.

მას ასევე მიუღებლად მიაჩნია ენჯეო-ტერორი და აზრის პოლიციის არსებობა.

„სუხიშვილს ისე ულანძღია სსრკ, როდიონოვის ძვლები შეშფოთებულან. გამოდით და თქვით რას მალავთ კოლექტიური დოები. NGO-ები გიხდიან, გხდიან, გაცმევენ, თუ გაჭმევენ? გვითხარით, რას ქმნით ჩვენთვის, ან „ევროპისათვის“, რით ვერ ამოვედით თქვენი ვალიდან? ჩვენ გვაინტერესებს გრანტების მიზნობრიობა და რამდენი ფული წავიდა დონორთან უკან, როგორ შესრულდა ის პროექტი, რაც ქაღალდზე გაიწერა. – არა NGO ტერორს – არა აზრის პოლიციას – არა „დასავლურ კორუფციას“.

პ.ს. კანონის მიღება კარგია, მაგრამ „უბრალო“ მოქალაქეებს იქნებ აგვიხსნას ვინმემ, რა ნიშნით დაინიშნა ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის უფროსის მოადგილედ და მერე სახ. დამცველად, ვინ მოახვია მისი კანდიდატურა მთავრობას და თუ გაუწია ვინმემ წინააღმდეგობა მის კანდიდატურას მაშინვე? საინტერესოა არა?“, – წერს ბიძინა გიორგობიანი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,765,380 ნახვა