პოსტები სოციალური ქსელიდან

დაიწყეს “საცვლების” გამოფენა – სპორტსმენების, კლუბების, მეცნიერების პეტიციები-დავით ქართველიშვილი

დაიწყეს “საცვლების” გამოფენა – სპორტსმენების, კლუბების, მეცნიერების პეტიციები: “ალალუსულკანონს”. ეს პეტიციები კარგად გვახსოვს, წმინდა მოწამე მიტროპილიტ ნაზარის დახვრეტის წინაც იქნებოდა იმ წითელი სამღვდელიების პეტიცია, რომლებმაც მერე ჩაანაცვლეს იგი ქუთათელ-გაენათელის კათედრაზე.

ბებიაჩემის მამის, თავად პავლე ზედგინიძის 1932 წელს მახათას მთაზე დახვრეტასაც გაამაგრებდნენ წითელი ინტელიგენციის პეტიციით. ისტორიამ ამ პეტიციების უამრავი დოკუმენტური მაგალითი შემოგვინახა. ყოველი სიბოროტე, უსამართლობა, რეპრესია რა თქმა უნდა “გულანთებული პროლეტარიატის” სახელით ხორციელდებოდა.

ხელისუფლებას არ სჭირდება ეს ბოლშევიკური მეთოდები და თავისი მხარდაჭერების “გაპეტიციება”. მისი “პეტიცია” – მის 60%-იან რეიტინგშია, თავისი სპორტსმენებით, მწერლებით, მეცნიერებით, მსახიობებით, სტუდენტებითა და პენსიონერებით. თქვენ კი ტრადიციულად – წერეთ და იკითხეთ!”-წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,765,768 ნახვა