პოსტები სოციალური ქსელიდან

ეს არარაობა ჩემზე, თქვენზე, ჩვენზე იძახის, რომ სისხლისღვრაზე ვართ წამსვლელები!-დავით ნიკოლეიშვილი

ეს არარაობა ჩემზე, თქვენზე, ჩვენზე იძახის, რომ სისხლისღვრაზე ვართ წამსვლელები! ჯელალ-ედ-დინის შნირის ამ რეინკარნაციას მთავარი რამ ეშლება – მამულის, ენისა და სარწმუნოების დასაცავად ქართველმა შეიძლება საკუთარი სისხლი დაღვაროს სწორედ რომ ამისთანა მონების ხელიდან.

ზუსტად იმის გამო, რომ ამ არარაობებს შარშან ფრანკლინის კლუბში დაგეგმილი ჰქონდათ სისხლისღვრა, თუნდაც საკუთარ რიგებში – პოლიცილელის სიცოცხლეზე ხომ აღარაფერს ვიძახი – მიღებული იქნა გადაწყვეტილება: თუნდაც ერთი, სისხლიან ზვარაკად შეწირული ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე, ქვეყანას არ უღირდა კანონის მისაღები პროცედურის გასაგრძელებად.

სისხლიანი 7 ნოემბრის თუ 26 მაისის ჯალათების ეს უსინდისო გამპრავებელი ჩემზე, თქვენზე, ჩვენზე რა ნამუსით ბედავს სისხლისღვრაზე საუბარს! უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ადამიანებზე გამიზნული სროლის ერთადერთი შემთხვევა გვახსოვს და მისი ავტორი ამჟამად სწორედ საკუთარ რიგებში მოიკითხოს!

სწორედ იმ დღეს ახალგაზრდების დათხეული სისხლით გადაიხადა მან თქვენს, ანუ ჯალათების, რიგებში გასაწევრიანებელი საწევრო. დღეს ხელისუფლება უკანასკნელი ჯალათებისგან სრულად არის დაცლილი. მონების, ჯალათებისა და უსამშობლოთა უკანასკნელი რეიტინგებიც ამაზე მკაფიოდ მეტყველებენ!- წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დავით ნიკოლეიშვილი

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,765,792 ნახვა