საზოგადოება

ნინო ქათამაძემ გამჭვირვალობის კანონის შესახებ პირდაპირ ეთერში ცრუ ინფორმაცია გაავრცელა

გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი ერთ-ერთი არხის პირდაპირ ეთერში მომღერალმა ნინო ქათამაძემ შეაფასა. კანონპროექტი ფიზიკურ პირებს არ ეხებათ, თუმცა, მომღერალმა ტელეეთერში თქვა, რომ ადამიანს, რომელიც ემიგრაციაში წავიდა და წლების განმავლობაში თანხა დააგროვა, საქართველოში დაბრუნებისთანავე, გამჭვირვალობის შესახებ კანონი შეეხება, რაც კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, სიცრუეა.

„იმდენად დიდი რამე შეიძლება ამას მოჰყვეს. მაგალითად, ადამიანი, რომელიც წავიდა ამერიკაში, დატოვა შვილები, დატოვა ოჯახი, იცხოვრა, იცხოვრა და შეაგროვა თავისი შრომით თანხა. ის რომ დაბრუნდება საქართველოში, ბუნებრივია, რეალურად რაც ხდება არ მოეწონა და თანხა, რომელიც ანგარიშზე დადო და საქართველოში არ უშოვია, ის თუ გამოვა მიტინგზე ან იტყვის რაღაცა საპროტესტო სიტყვას, გამოთქვამს თავის ჯანსაღ აზრს რაღაც მოვლენების მიმართ, რა თქმა უნდა, ეს ის კანონია, რომელიც ადამიანს ეტყვის, რომ შენ რაღაც არასწორი თანხა გაქვს. ჩემთვის ეს არის იმის საშუალება, რომ ჩაახშონ პირველ რიგში ხელოვანების ხმა“, – აღნიშნა მომღერალმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,765,245 ნახვა