პოლიტიკა

“გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგე მსახიობი ანკა ვასაძე: ჩემს ახლობელ იურისტებსაც ვკითხე დაწვრილებით, დაურეკეთ რა ვიცი, თუნდაც ზვიად კორძაძეს და უკეთეს პასუხს გაგცემთ

ჩემს ახლობელ იურისტებსაც ვკითხე დაწვრილებით, ჩემთვის ერთი რამე არის ძაან საკმარისი, ის რომ ამერიკა და ევროპა გვეუბნება, რომ თუ ამ კანონს მივიღებთ არ მიგვიღებენ და არ ეთანხმებიან ამას და ის, რომ რუსეთია კმაყოფილი, ესეც უკვე საკმარისია ჩემთვის, – ამის შესახებ მსახიობმა ანკა ვასაძემ, რომელიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგია, “ქრონიკას” განუცხადა.

ვასაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც კანონპროექტს რუსული უწოდა და აღნიშნა, რომ მისი მიღება საფრთხეს შეუქმნის საქართველოს თავისუფლებას.

“ქრონიკის” კითხვაზე, დეკლარაციის შევსება არის თუ არა პრობლემა, მსახიობმა აღნიშნა, რომ დეკლარაციის შევსება არ არის პრობლემა, თუმცა, კანონი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს, რადგან მას ბევრი მეგობარი ჰყავს და იცის, რა ხდება რუსეთში. მისივე თქმით, კანონთან დაკავშირებით არა მსახიობს, არამედ იურისტს უნდა ჰკითხონ მოსაზრება. “დეკლარაციის შევსება კი არ არის პრობლემა, ჰოდა რა პრობლემა არის ვერ ვხვდები, გესმით? მაკედონიაში, როდესაც კანდიდატი ქვეყანა გახდა, მას შემდეგ რამდენი რაღაც შეიცვალა. პუტინს სხვა კანდიდატი რატომ ვერ ჰყავდა, თავისი ისინი ჰყავდა მარტო, შტოები ასე ვთქვათ, იმის გამო, რომ ვერავინ ვერ აფინანსებდა. რა თქმა უნდა ეს შეუქმნის საფრთხეს რაღაცებს. ბევრი მეგობარი მყავს მე და ვიცი, რაც ხდება რუსეთში. კანონზე ანკა ვასაძეს კი არ უნდა ელაპარაკოთ მსახიობს, მაშინ იურისტს ჰკითხეთ. დაურეკეთ რა ვიცი, თუნდაც ზვიად კორძაძეს, ის არის ადვოკატი და უკეთეს პასუხს გაგცემთ.” – განაცხადა ანკა ვასაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,765,768 ნახვა