პოლიტიკა

უსინათლოთა საზოგადიებრივი მოძრაობის “მე დავინახე პროგრესი” წევრები – 12 აპრილს, პარლამენტის უკანა შესასვლელთან ჩვენს პოზიციას გამოვხატავთ უსინათლოები, რომლებიც არ ვართ წინააღმდეგი „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების

უსინათლოთა საზოგადოებრივი მოძრაობის “მე დავინახე პროგრესი” წევრები, პარლამენტთან შეკრებისა და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მხარდაჭერის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებენ. როგორც მათი განცხადებებიდან ხდება ცნობილი, აპირებენ, საზოგადოებას მიაწოდონ ხმა, რომ არაფერი აქვთ “გამჭვირვალობის კანონის” საწინააღმდეგო.

“სალამი ყველას! გაცნობებთ, რომ 12 აპრილს, პარასკევს, დილის 10 საათისთვის, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, ვიკრიბებით და ჩვენს პოზიციას გამოვხატავთ, უსინათლოები, რომლებიც არ ვართ წინააღმდეგი „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღების. დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი, რომ არაფერი გვაქვს აღნიშნული კანონის საწინააღმდეგო. გავაძლიეროთ ერთმანეთი! ერთად დავდგეთ პარლამენტთან 12 აპრილს დილის ათ საათზე!” – წერის მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, ზაზა ადანაია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,765,779 ნახვა