პოლიტიკა

გია ვოლსკი – საქართველოს მიმართ პრეტენზიებს ორი რამით შეიძლება ვუპასუხოთ, ერთი – როგორც უპასუხა ირაკლი კობახიძემ, როგორც თავისი ღირსეული ქვეყნის ღირსეულმა წარმომადგენელმა, მეორე პასუხი არის ცალ ფეხზე დგომა, ხტუნაობა და კუდის ქიცინი, რომელიც შეიძლება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამებოდეს

რატომღაც საქართველოს მიმართ შეიძლება ისეთი პრეტენზიები იყოს, რასაც ორი რამით შეიძლება ვუპასუხოთ, ერთი – როგორც უპასუხა ირაკლი კობახიძემ, როგორც თავისი ღირსეული ქვეყნის ღირსეულმა წარმომადგენელმა, მეორე პასუხი არის ცალ ფეხზე შედგომა, ხტუნაობა და კუდის ქიცინი, რომელიც შეიძლება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამებოდეს – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება რომელ პოლიტიკურ ჯგუფსაც არ უნდა უჭერდეს მხარს, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენთვის, ჩვენი მომავლისთვის და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, ბევრი თემა იყოს გახსნილი და გამჭვირვალე.

„მნიშვნელობა არ აქვს, მთლიან ქართულ საზოგადოებაზე ვლაპარაკობ, რომელ პოლიტიკურ ჯგუფსაც არ უნდა უჭერდეს მხარს, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენთვის, ჩვენი მომავლისთვის და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბევრი თემა იყოს გახსნილი და გამჭვირვალე. აქ არ არის ლაპარაკი ქვეყნების დასახელებაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არა რუსულ კანონს – ეს არის ჩვენი სლოგანი, არა რუსულ ოკუპაციას, დიახაც, ჩვენი გზა ევროპისკენ უნდა იყოს ხსნილი, მაგრამ ვერანაირად ვერ დავთანხმდებით იმას, რომ ქედი უნდა მოვიხაროთ ისეთ საკითხებთან მიმართებაში, სადაც ცამდე მართლები ვართ. ბოლოს და ბოლოს, არის თუ არა ანტიევროპული, ანტიდასავლური გამონათქვამი იმის თაობაზე, რომ არავითარ შემთხვევაში დონორ ქვეყნებს არ უნდა მოვთხოვოთ ელემენტარული გამჭვირვალობა, რა თანხა და რა პროგრამებში იხარჯება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, უამრავი პროგრამა ხორციელდება რისთვისაც საზოგადოებაც, მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურებიც და ოპოზიციაც რეალურად მადლობელი უნდა იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა ვიცოდეთ, რა ხდება ჩვენს თავს. ზუსტად ასეთი დამოკიდებულება აქვს ევროკავშირის ქვეყნებს ამ საკითხის მიმართ, 27-ში ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ განსხვავებები არსებობს, მაგრამ ერთმანეთს არავინ ხოცავს და არავინ ერთმანეთს არ ეძახის ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესების გამტარებელს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,765,491 ნახვა