პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – კანცლერი ვერ წაიკითხავს ქართულ კანონებს, ეს არ არის მისი ფუნქცია, ბიუროკრატებმა უნდა მიუტანონ სწორი ინფორმაცია, ასეთ პირობებში, ყველა ყველაფერს სწორად გაიგებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გერმანიის კანცლერს განუმარტა, რამ განაპირობა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ხელახლა ინიცირება. კობახიძის თქმით, მთელი ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი არ იყო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

„გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებითაც გვქონდა დისკუსია კანცლერთან. მას განვუმარტე ყველაფერი, რაც უკავშირდება კანონპროექტის ხელახლა ინიცირებას. გვქონდა საუბარი ამ ყველაფრის მიზეზებზე, მათ შორის, განვმარტეთ ისიც, რამ განაპირობა კონკრეტულად ამ დროს ამ კანონპროექტის ხელახლა ინცირება და ეს არის ის, რომ მთელი ერთი წლის განმავლობაში არ იქნა უზრუნველყოფილი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობა. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები შესაბამის დონორ ორგანიზაციებთან. ისინი დაგვპირდნენ გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, თუმცა, რეალურად, ეს არ შესრულდა. არის ძალიან მანკიერი გამოვლინებები, რასაც საზოგადოებისთვის შეიძლება, გარკვეული ნეგატიური ასახვა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა, საბოლოო ჯამში, გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„მკაფიოდ განვმარტე ისიც, რომ ძალიან მოკლეა კანონპროექტი, რომელიც არის ინიცირებული. კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მედიასაშუალებების მიერ ყოველწლიური ანგარიშის დეკლარირებას. მეტს არაფერს. გაუგებარია, რა შეიძლება იყოს ამაში პრობლემური დემოკრატიისთვის. პირიქით, ჩვენ ვამტკიცებთ იმას, რომ მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შედეგები ექნება ამ ყველაფერს დემოკრატიისთვის. აქედან გამომდინარე, პრინციპულად მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიის გაგრძელება. მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი იყოს განხილული სათანადოდ, ღია მსჯელობის პირობებში. გახსოვთ, შარშან ყველანაირად არიდებდნენ თავს დისკუსიას იქიდან გამომდინარე, რომ შარშანაც მიაჩნდათ, შინაარსი იყო ჩვენი ველი. ჩვენ შინაარსობრივად ვართ მყარად, შინაარსის თვალსაზრისით ყველაფერი არის გამართულად. ერთადერთი დარჩენილია ძალიან ღია დისკუსია კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით. ნუ გაურბიან დისკუსიას. რაც შეეხება თვითონ კანცლერს, რა თქმა უნდა, კანცლერი ვერ წაიკითხავს ქართულ კანონებს. ეს არ არის მისი ამოცანა, მისი ფუნქცია, თუნდაც ეს კანონი იყო ექვსგვერდიანი თავისი მოცულობით. ეს არის ბიუროკრატიის ამოცანა. ბიუროკრატებმა უნდა მიუტანონ კანცლერს სწორი ინფორმაცია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით. ასეთ პირობებში, ვფიქრობ, ყველაფერი იქნება წესრიგში და ყველა ყველაფერს სწორად გაიგებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,765,710 ნახვა