პოლიტიკა

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი- ისრაელის მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ იქნა გაშვებული

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა სიონისტური რეჟიმის ოკუპირებული ტერიტორიებისა და პოზიციების მიმართულებით ათობით უპილოტო საფრენი აპარატისა და რაკეტის გაშვების შესახებ გაავრცელა განცხადება, – ამის შესახებ ირანული სახელმწიფო სააგენტო წერს.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ იქნა გაშვებული.

„სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაულის საპასუხოდ, მათ შორის, დამასკოში ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებაზე თავდასხმისა და სირიაში ჩვენი ქვეყნის მეთაურებისა თუ სამხედრო მრჩევლების ჯგუფის დაღუპვის საპასუხოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა ათობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონკრეტულ სამიზნეებზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მანამდე ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების ისრაელამდე მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება. მოგვიანებით ირანის სახელმწიფოსთან დაკავშირებულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით უპილოტო საფრენი აპარატების მეორე ტალღა გაუშვა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,765,256 ნახვა