პოლიტიკა

ნინო წილოსანი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე: ეს არის მწვანე შუქი ყველანაირი ტერორისტული და ექსტრემისტული ქმედებების მიმართ

ეს არის მწვანე შუქი ყველანაირი ტერორისტული და ექსტრემისტული ქმედებების მიმართ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

ნინო წილოსანის შეფასებით, გულდასაწყვეტია, რომ ზურაბიშვილი ფორმალურად მაინც პრეზიდენტის და მთავარსარდლის პოზიციას იკავებს.

„გულდასაწყვეტია, რომ ის ფორმალურად მაინც იკავებს ადგილს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია, მთავარსარდლის პოზიციას. აქ საინტერესო ის იყო, რომ მან გუშინ ასევე ისაუბრა, გამაკრიტიკებენ, რომ მთავარსარდლის პოზიციიდან ეს როგორ გავაკეთეო. დიახ, ქალბატონო სალომე, არა მხოლოდ გაგაკრიტიკებენ, თქვენ თავად არაერთხელ გაგეღვიძებათ ღამით ამ საშინელი აზრით საკუთარ თავზე, რომ, როგორც მთავარსარდლის პოზიციიდან მყოფმა ადამიანმა, თვალებში ჩააფურთხეთ თითოეულ სამართალდამცავს, პოლიციელს და წაახალისეთ მათ მიმართ ძალადობის ისეთი უკიდურესი ფორმები, როგორიც არის „მოლოტოვის კოქტეილის” სროლა.

ეს არის მწვანე შუქი ყველანაირი ტერორისტული და ექსტრემისტული ქმედებების მიმართ. მე იმედი მაქვს, რომ არ აღმოჩნდებიან ისეთები, ვინც ამ წახალისებას გააზრებულად გაჰყვებიან, თორემ გარკვეული ძალისხმევა და დაფინანსება რომ იდება ამ ყველაფერში, ამაში ეჭვიც არ მეპარება. ამიტომ სირცხვილი, ქალბატონო სალომე, რაც გააკეთეთ და კიდევ არაერთი სირცხვილი თქვენ, რასაც მომავალში გეგმავთ და გააკეთებთ. ჩვენ ვიცით, როგორი შორი შეიძლება იყოს გზა ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება მიღებული აქვს, თუმცა, დოკუმენტზე ხელი ჯერ არ მოუწერია.

სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გამოძიება გრიგორიადისს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას, ასევე სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,765,389 ნახვა