პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: მოსკოვიდან გასროლილი თანხებით ივსება ჩვენში არსებული წამყვანი რევოლუციონერ-ნეოტროცკისტი “ენჯეოშნიკების” ჯიბეები, ამიტომაც იბრძვიან ასე თავგამეტებით ქართული კანონის წინააღმდეგ, რომელიც საქვეყნოდ გამჭვირვალეს გახდის მათ უზნეობას!

კიდევ ერთი მახვილი კუთხიდან განხორციელებული ფინტი კრემლიდან და ლონდონის გავლით 30 ათასი ფუნტი ჰელენა ხოშტარიას ოჯახშია მოთავსებული! – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ შეიძლება რუსული ფული საქართველოში შემოვიდეს და რევოლუციურ პროცესებს მოხმარდეს. ექსპერტის განმარტებით, არასამთავრობო სექტორი “გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ იმიტომ იბრძვის, რომ კანონის მიღებით, არასასიკეთო მიზნებისათვის გადმორიცხული შავი ფული საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახდება.

“კიდევ ერთი მახვილი კუთხიდან განხორციელებული ფინტი კრემლიდან და ლონდონის გავლით 30 ათასი ფუნტი ჰელენა ხოშტარიას ოჯახშია მოთავსებული! აი კიდევ ერთი ნაღდი დადასტურება იმისა თუ როგორ შეიძლება რუსული ფული “პროდასავლელი” ხოშტარიას ყულაბაში იყოს მოთავსებული და მერე საქართველოში დესტაბილიზაციას და რევოლუციურ პროცესებს მოხმარდეს! სწორედ ასეთი მოსკოვიდან გასროლილი თანხებით ივსება ჩვენში არსებული წამყვანი რევოლუციონერ-ნეოტროცკისტი ენჯეოშნიკების: გიგაურების, ლომჯარიების, თაბაგარების, ხიდაშელების, სუბელიანების… ანგარიშები და ჯიბეები “ჩერეზ” ტაივანის, ბერლინის, პარიზის, ნიუ იორკის, ბრიუსელის და კაცმა არ იცის კიდევ რომელი კუნძულების გავლით! რათა შემდეგ იყიდონ მოლოტოვის კოქტეილის “პრიპასები”! დაიქირაონ გრიგორიადისები და ათასგვარი ჯურის სხვა ექსტრემისტ-ტერორისტები – ჩვენი ვაჟკაცი სამართალდამცავების ცოცხლად ცეცხლის წასაკიდებლად! ეკლესიების ასაოხრებლად! თეატრებზე უმსგავსობების მისახატავად! რუსთაველის გამზირის და საერთოდ საქართველოს ასაოხრებლად! ამიტომაც იბრძვიან ასე თავგამეტებით ეს თანამედროვე ტროცკისტები იმ ქართული, დიახ ქართული კანონის წინააღმდეგ, რომელიც მოკლე ხანში მათ ამოუქოლავს შავბნელი მიზნებისათვის გადმორიცხულ შავი ფულს ხვრელებს და საქვეყნოდ გამჭვირვალეს გახდის მათ უზნეობას!” – წერს ედიშერ გვენეტაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,764,742 ნახვა